ზარიძე ჯიმი შალვას ძე

ჯ. ზარიძე

ზარიძე ჯიმი შალვას ძე (დ. 2. VIII. 1952, ახალი ათონი), ბრიგადის გენერალი (2005). დაამთავრა თბილ. უმაღლესი საარტ. სამეთაურო სამხ. სასწავლებელი (1973), ლენინგრადის მ. კალინინის სახ. სამხ.-საარტ. აკადემია (1983). 1973–78 მსახურობდა გერმანიის დემოკრ. რესპუბლიკაში საბჭ. ჯარებში. 1991–92 იყო საარტ. პოლკის მეთაური, 1992–93 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსის მოადგილე. 1993–97 – გაერთ. სამხ. აკად. უფროსის მოადგილე, 2001–02 – სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, 2002–03 – გენშტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2003–04 – ეროვნ. სასწ. ცენტრის უფროსი. 2004 იყო საქართვ. შეიარაღებული ძალების არტილერიის სარდალი, 2005–06 – საქართვ. შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენით და მედლით.

ლ. დოლიძე