ზამთარაძე აკაკი იოაკიმეს ძე (10. IV. 1919, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 23. IV. 1991, თბილისი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1970). დაამთავრა სამტრედიის რკინიგზის სახელოსნო სასწავლებელი (1934), ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახ. სამხ. სასწავლებელი (1939), იქვე – სამხ.-სატრანსპ. აკადემია (1954). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვაში. 1943–45 მეთაურობდა I გვარდიული რკინიგზის სამშ. ბრიგადის ასეულს სამხრ., სამხრ.-დას., უკრაინის III, ბელორუსიის I ფრონტებზე. 1959–63 მსახურობდა ამიერკავკასიის სამხ. ოლქში დივიზიის მეთაურის მოადგილედ. 1963–76 იყო სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამხ. კათედრის უფროსი. მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მედლები.
ლ. დოლიძე