ზალუმჯანიანი

ზალუმჯანიანი, ძვ. ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, სამიჯნურო-სადევგმირო ხასიათის ვრცელი თხზულება, რ-შიც აღწერილია მეფე გულაზარის ვაჟის, ზალუმჯანის, საგმირო საქმეები, დევებთან ბრძოლა და ა. შ. ჩვენამდე თხზულების ფრაგმენტებმა მოაღწია. ვარაუდობენ, რომ „ზ.” გადმოღებულია სპარსულიდან XVIII ს-ში. არც სპარს. წყარო, არც ავტორი ცნობილი არ არის.

ლიტ.: გვახარია ა., სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან, თბ., 1973; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958.

ა. გვახარია