ზალდასტანიშვილი ჯუანშერ ვასილის ძე (დ. 5. V. 1933, მოსკოვი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2001), საქართვ. სპორტის დამს. მოღვაწე (2000), საკავშირო კატეგორიის მსაჯი თანამედროვე ხუთჭიდში (1960), საქართვ. დამს. მწვრთნელი. საქართვ. სპორტის დამს. მუშაკი. 1957 დაამთავრა საქართვ. ფიზ. კულტურის ინ-ტი, ხოლო 1969 – თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი. 1957–2007 იყო საქართვ. ფიზ. კულტურის ინ-ტის ფარიკაობის, მშვილდოსნობის კათედრების გამგე; დაუსწრებელი სწავლების ფაკ-ტის დეკანი; მწვრთნელთა ფაკ-ტის დეკანი; პრორექტორი; სპორტის გამოყენებითი სახეების დეპარტ. უფროსი; 2007–10 კი – ილიას უნ-ტის ბიზნესისა და სამართლის ფაკ-ტის მოწვეული პროფესორი. 2004–12 იყო საქართვ. თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნ. ფედერ. პრეზიდენტი, ხოლო 2012-იდან არის ფედერ. საპატიო პრეზიდენტი. ზ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა: სპორტის ფიზიოლოგია, თანამედროვე ხუთჭიდი, ფარიკაობა, ცხენოსნობა, რაიტთერაპია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. სახელმძღვანელო და მონოგრაფია (ცხენოსნობა, თბ., 1993).