ზამბახიძე გრიგოლ ნიკიფორეს ძე (30. XI. 1911, ფოთი, – 26. V. 1962, თბილისი), ჰიდროტექნიკოსი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა სპი. 1936–41 მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1941–44 იყო საქ. სსრ წყალთა მეურნეობის სახ. კომისარი, 1944–48 – საქ. კპ ცენტრ. კომიტეტის მრეწვ. განყ-ბის გამგე. ხელმძღვანელობდა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობად ქცეული მრავალი სამოქალაქო და სამრეწვ. ობიექტის აგებას. იყო საქ. სსრ სამშ. მასალების მრეწველობის მინისტრი (1954–56), საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში (1956–58). ეწეოდა სამეცნ.-კვლ. მუშაობას ჰიდრავლიკის დარგში. მის მიერ საფუძვლიანადაა შესწავლილი და გადაჭრილი წყლის ნაკადისა და მდინარეთა გამრუდებულ მონაკვეთზე მყარი სხეულების მოძრაობის პრობლემა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.