გოგია ომარ ათანასეს ძე

გოგია ომარ ათანასეს ძე (დ. 25. VI. 1940, სოფ. ლეძაძამე, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2003).

დაამთავრა სტავროპოლის სას.-სამეურნეო ინ-ტის აგროეკონომიური ფაკ-ტი (1964). აფხ. არ უმაღლესი საბჭოს მთავარი სახელმწ. მრჩეველი (1999–2001). სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხ. არ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (2001–02), აფხ. არ მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე (2002–04).

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა (2000) და ღირსების (1999) ორდენებით.

ლ. დოლიძე