გოგაძეები, სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში (აჭარის არ), შავშეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ტბეთის (ჩირუხისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1320 მ, შუახევიდან 16 კმ. 337 მცხ. (2002).
სახელი ეწოდა გოგაძეების საგვარეულოს მიხედვით.