გობრონი

გობრონი (გ. 914), ქართველი აზნაური. სამხრ. აზერბაიჯანის მმართველის აბუ ლ-კასიმის საქართველოში ლაშქრობის დროს (იხ. აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914 ) ხელმძღვანელობდა ყველისციხის დაცვას. ციხის ორასიოდე თავდადებულ დამცველთან ერთად იგი გმირულ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ოცდარვადღიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ მეციხოვნეები დანებდნენ. დატყვევებულ გ-ს აბუ ლ-კასიმმა გამაჰმადიანება მოსთხოვა. გ-მა უარყო მისი წინადადება, რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს. ქართ. ეკლესიამ იგი მიქელის სახელით წმინდანად შერაცხა. გ-ის ხსენების დღედ დაწესდა 17(30) ნოემბერი (მისი მოწამეობრივი სიკვდილის დღე).

გ-ის გმირობა ასახულია ქართ. პაგიოგრაფიულ მწერლობაში. 

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სტეფანე მტბევარი, მარტვლობაჲ გობრონისი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  მ., ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1966; ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 1 – ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945.

მ. ლორთქიფანიძე