გობეჩია გიორგი (გიგლა) ნიკოლოზის ძე

გობეჩია გიორგი (გიგლა) ნიკოლოზის ძე (5. VIII. 1929, თბილისი, – 15. XI. 2010, იქვე), ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვილი წევრი (2005).

დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ორი ფაკ-ტი – ინჟ. გეოლოგისა (1953) და ინჟ. ჰიდროტექნიკოსის (1965) სპეციალობით. 1974–94 მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნ. თანამდებობაზე. 1994-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის მთ. მეცნ. თანამშრომელი, ჟურნალ „მეცნიერება და ტექნიკის" მთ. რედაქტორის მოადგილე. არჩეული იყო საერთაშორისო ჰიდრავლიკოსთა ასოციაციის წევრად.

გ-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებები: საქართველოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა; წყალთა მეურნეობის განვითარების თავისებურებები მთის რეგიონებში; გეოეკოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, წყალსამეურნეო, ჰიდრომელიორაციული პრობლემები, ბუნებრივი რესურსების ათვისების საკითხები.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ.: Особенности формирования водного хозяйства горных регионов, Тб., 1996 (თანაავტ. Н. Варазашвили); Инженерно- экологические проблемы создания и эксплуатации водохозяйственных систем с водохранилищами горных регионов, Тб., 2001 (თანაავტ. Н. Варазашвили).

ნ. ყიფიანი