გინეკოლოგია ვეტერინარული, კლინიკური დისციპლინა, რ-იც შეისწავლის სასოფლო სამეურნეო მდედრი ცხოველის სასქესო ორგანოების დაავადებებს, მკურნალობას, პროფილაქტიკას, უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს.
ვეტ. გინეკოლოგიაში გაერთიანებულია საკუთრივ გ., მეანობა და ანდროლოგია. ვეტერინარული გინეკოლოგია სწავლობს მდედრ და მამრ ცხოველებში აღწარმოების ფუნქციის დარღვევას, რ-იც გამოწვეულია ცხოველთა არასწორი მოვლაშენახვით, კვებითა და სასქესო ორგანოების დაავადებებით. მეანობა სწავლობს პერიოდს მდედრის სასქესო სიმწიფიდან ნაყოფიერების დასრულებამდე.
ანდროლოგია შეისწავლის მამრ. ცხოველებში სქესობრივ რეფლექსებს, სასქესო ორგანოების დაავადებებს და მათ მკურნალობას.
სამივე ერთად შეისწავლის ცხოველის განაყოფიერების, მაკეობის და მშობიარობის მიმდინარეობის აუცილებელ პირობებს. ჩვენში ამ დარგის განვითარება დაკავშირებულია საქართვ. ზოოტექ. სავეტერინარო სასწ.კვლევითი ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სას.სამ. ცხოველთა ხელოვნური დათესვლის კათედრის დაარსებასთან (1938).
2005-იდან გ., როგორც მიმართულება, შედის აგრ. უნ-ტის სავეტერინარო მედიცინის ფაკ-ტის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში, სახელწოდებით სას. სამ. ცხოველთა მეანობა-გინეკოლოგია და გამრავლების ბიოტექნოლოგია.
ვეტ. გინეკოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ვ. ჩირაძეს, კ. გუგუშვილს, გ. კამალოვს, ს. მარგველაშვილს, ა. ჯიქიას, ს. მეცხვარიშვილს, რ. ირემაშვილს, რ. ჭანტურიძეს, ზ. პარკაძეს და სხვებს.
კათედრის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამეცნ. შრომები ეძღვნება სას.სამ. ცხოველთა უნაყოფობასა და ბერწიანობას, სასქესო ორგანოების დაავადებებსა და მათ სამკურნალო საშუალებებს. შესწავლილია, აგრეთვე, იმუნოლოგიური ფაქტორების გავლენა ცხოველთა აღწარმოებაზე და სარძევე ჯირკვლის ან თებითი პროცესები (მასტიტები). დამუშავებულია და შექმნილია მათი მკურნალობის რაციონალური მეთოდები და ეფექტური სამკურნალო საშუალებები.
თ. ყურაშვილი
რ. ჭანტურიძე