„დილა“ ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი ს.-დ. (მენშევიკური) მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1907 (რედაქტორგამომცემელი – ს. ვადაჭკორია). სულ გამოვიდა 20 ნომერი. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. 2. ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა 1911 თბილისში (რედაქტორ-გამომცემელი – ა. ღულაძე), გამოვიდა 31 ნომერი. 3. ყოველდღიური პოლიტ. და ლიტ. გაზეთი ს.-დ. მიმართულებისა, გამოდიოდა 1912–13 ქუთაისში (რედაქტორ-გამომცემელი – ი. რუხაძე). 1912 სექტ-იდან 1913 წ. 4 მარტამდე „დ-ის" ნაცვლად დროებით გამოდიოდა გაზ. „მერცხალი". „დ." დაიხურა 1913 აპრ. ბოლოს მთავრობის განკარგულებით.