მუზეუმ-ნაკრძალი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება; ბუნებისმეტყველების მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლთა საცავი, რ-ის შემადგენლობაში, ექსპოზიციის გარდა, შედის ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებული არქიტექტურული ან ისტ. ძეგლები.
მ.-ნ. შეიძლება იყოს ისტ.-მხატვრული, ისტ.-არქიტ., ისტ.-კულტ., სამხ.-ისტ. და კომპლექსური.
საქართველოში XX ს. 80-იან წლებში არსებობდა კომპლ. ისტ.-არქიტ.-მხატვრული მ.-ნ-ები: ვარძიის (1938), დავითგარეჯის (1973), უფლისციხის (1980), გრემ-ნეკრესის (1980) და ქუთაის-გელათის (1981). 2024-თვის მათი რაოდენობა გაიზარდა. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს დიდი მცხეთის არქეოლ. სახელმწ., ვარძიისა და ხერთვისის ციხის ისტ.-არქიტ., უფლისციხის ისტ.-არქიტ., ე. თაყაიშვილის სახ. გურიის მხარის არქეოლ., სამშვილდისა და კლდეკარის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწ., პ. ზაქარაიას სახ. ნოქალაქევის არქიტ.-არქეოლ., ქსნის ხეობის ისტ.-არქიტ., უჯარმის, მუცოსა და ქუთაისის ისტ.-არქიტ. მ.-ნ-ები, აგრეთვე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის, გრემის, ნიკო ფიროსმანისა და სტეფანწმინდის ისტ. მუზეუმები.