მუზარადი

მუზარადი, დამცავი თავსახურავი. საბრძოლო . თავდაცვის სხვა საშუალებებთან ერთად უძველესი დროიდანაა ცნობილი. ამზადებდნენ ხისაგან, წნელისა და ტყავისაგან. უძველესი ლითონის . (სპილენძის, ვერცხლის, ოქროსი) აღმოაჩინეს მესოპოტამიაში (ძვ. წ. III. ათასწლ.). ბრინჯაოსა და რკინის -ებს ხმარობდნენ ძვ. საბერძნეთსა და რომში. I მსოფლიო ომის (1914–18) დროიდან ტყვიისა და ჭურვის ნამსხვრევებისაგან თავის დასაცავად შემოიღეს ფოლადის . (ჩაფხუტი). ავიაციაში, სატანკო და მექანიზებულ ჯარებში დარტყმისაგან თავის დასაცავად იყენებენ ტყავის -ს.

საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის მ. ჰეროდოტეს ცნობით, მოსხები, კოლხები, ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები -ს ხისაგან ამზადებდნენ. ქსენოფონტის ცნობით, მოსინიკებს ტყავის . ეხურათ, სტრაბონის გადმოცემით კი, იბერიელები ტყავის -ით იბრძოდნენ. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბრინჯაოს -ები (თრიალეთი, ძვ. წ. XIII ს.). შუა საუკუნეებში მათ რკინისა და ფოლადისაგან დამზადებული -ები ცვლის. გვიანფეოდალური ხანის ქართ. საბრძოლო თავსაბურავები ძირითადად სამი სახისაა: ჯამის ფორმის ჩაჩქანი, კვერცხისებური . და ჩაბალახი. -ს გააჩნდა საცხვირე და ყურებისა და კისრის დამცავი ჯაჭვის მჭიდროდ ნაქსოვი ბადე (ზარადი), შიგნიდან კი გამოკრული ჰქონდა ნაბადი. ქართულ ეთნოგრ. ყოფაში, ხალხურ პოეზიასა და წერილობით წყაროებში უმეტესად გამოიყენებოდა ტერმინები: „ჩაჩქანი“, „ჩაფხუტი“ (უზარადო საკინძი თავსარქმელი) და „ჩაბალახი“. -ის ზოგადი სახელი, ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, იყო ზუჩი. იხ. აგრეთვე ვაველის მუზარადი.

ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011; ჩოლოყაშვილი კ., ქართული საჭურველი (ჩაჩქანი), „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1957. ტ. 19 A, 21 B..