მტრედისებრნი

მტრედისებრნი. ხოხბისებრი მტრედი.

მტრედისებრნი (Columbidae), ფრინველთა ერთადერთი თანამედროვე ოჯახი მტრედისნაირთა რიგისა. მოიცავს 50 გვარის 352 სახეობას. -ში ყველაზე გავრცელებულია ე. წ. გარეული მტრედი.

მ. გამოირჩევიან მკვრივი აგებულებით, მოკლე კისრითა და პატარა თავით; ფრთები განიერი და გრძელი აქვთ, მომრგვალებული ბოლოებით. სხეულის სიგრძეა 15–75 სმ, მასა – 25 -იდან 3 კგ-მდე. შეფერილობა – მოყავისფრო ან მონაცრისფრო, თუმცა არსებობს უფრო მკვეთრად შეფერილი სახეობებიც. ზოგი სახეობა არ ჰგავს მტრედს, მაგ., ხოხბისებრი მტრედი (Otidiphaps nobilis) უფრო ხოხობს წააგავს. ხეებზე, შენობებზე, კლდეებზე განთავსებულ მსუბუქ ბუდეებს ძირითადად ჩხირებისა და ბუმბულებისგან აგებენ. ზოგიერთი სახეობა მიწაზეც ბუდობს. დებენ ერთ ან ორ კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 14–30 დღე. ხუნდებს კვებავენ ჩიჩახვის ეპითელიუმის გამონაყოფით, ე. წ. „ჩიტის რძით“. ბარტყები ფრენას 5 კვირის თავზე იწყებენ, ბუდეს კი 25–32 დღეში ტოვებენ. იკვებებიან მარცვლეულითა და ხილით. -ს სხვა ფრინველებისგან განხვავებით არა აქვთ ნაღვლის ბუშტი, რის გამოც ნაღველი პირდაპირ წვრილ ნაწლავში იღვრება.

. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა), სახეობათა უმეტესობა კი – ტროპიკებში. მათი 60%-ზე მეტი კუნძულებზე ბინადრობს.

-თა 10 სახეობა ადამიანის ჩარევის გამო გადაშენდა, კერძოდ, მავრიკიული დრონტი (Raphus cucullafus) და მოგზაური მტრედი (Ectopistes migratorius), 59 სახეობა კი გადაშენების პირასაა.

ა. ბუხნიკაშვილი