მტრედიო (Russula aeruginosa), ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 5–10 სმ აღწევს. თავდაპირველად ამობურცულია, შემდეგ კი ძაბრისებურად ჩაღრმავებული; ზედაპირი წებოვანია, ნაცრისფერ-მომწვანო ან ღია მწვანე. ქუდს ქვედა მხარეს თეთრი ან მოყვითალო ფირფიტები აქვს, ფეხი და რბილობი თეთრია. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომით. საკვებად ვარგისია ახალი და დამწნილებული.
ი. ნახუცრიშვილი