მტკვრის წვერა (Barbus lacerta Heckel, 1843 _ Kura barbel), თევზი წვერებისნაირთა ქვეოჯახიდან (Barbinae Bleeker, 1859), წვერებიანი თევზების გვარიდან (Barbus Cuvier& Cloquet, 1816). მ. წ. ბენთოპელაგიური მტკნარი წყლის თევზია. მისი სიგრძეა 50 სმ, მასა – 1 კგ. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. მდედრი 3–4-ჯერ დიდია მამრზე. სქესობრივად მწიფდება 3 წლიდან, მამრი – 2-იდან. მრავლდება აპრილიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება – 24000 ქვირითი. იკვებება ბენთოსით, ნაწილობრივ წყალმცენარეებით. საქართველოში გვხვდება მდინარეებში (მტკვარი და მის შენაკადები, ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ბორჯომი, ფოცხოვი, ახალქალაქის წყლები, იორი, ალაზანი), ასევე მცირე ტბებსა და წყალსაცავებში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის მიერ (IUCN) არ არის შეფასებული.
ნ. ნინუა