მტკვრის ციმორი

მტკვრის ციმორი

მტკვრის ციმორი (Romanogobio persus, Gunther, 1899), მტკნარი წყლის თევზი. სამხრ. კავკასიის ენდემია ციმორების გვარიდან (Romanogobio Banarescu). მისი სიგრძეა 18 სმ-მდე, მასა – 15 -მდე. მრავლდება მაისიდან ივნისამდე, ნაყოფიერება – 200–1000 ქვირითი. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. იკვებება კიბოსნაირებით, მწერების მატლებითა და ჭუპრებით, თევზის ქვირითითა და ლიფსიტებით.

მ. ც. გავრცელებულია მტკვრისა და არაქსის აუზებში, მტკვრის შენაკადებში (არაგვი, ქსანი, მეჯუდა, ლიახვი, ფოცხოვის წყალი, ხრამი, იორი, ალაზანი), ასევე ჯანდარის ტბაში, თბილ. და სიონის წყალსაცავებში. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის მიერ (IUCN) არ არის შეფასებული.

ნ. ნინუა