მტკვრის ტობი

მტკვრის ტობი

მტკვრის ტობი (Chondrostoma cyri Kessler, 1877), მტკნარი წყლის ენდემური თევზი სამხრეთ კავკასიაში. ბინადრობისთვის ირჩევს ჩქარი დინების ქვაქვიშიან ადგილებს. მისი სიგრძეა 25 სმ, მასა–160 .

სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან, ტოფობს ერთხელ. ნაყოფიერება 1500–7000 ქვირითი.

საქართველოში გავრცელებულია მდინარეებში (მტკვარი, ხრამი, არაგვი, იორი, ალაზანი), ასევე ჯანდარის ტბაში. იკვებება ძირითადად წყალმცენარეებით, წყლის მწერებითა და მატლებით. სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს, ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის მიერ (IUCN) არ არის შეფასებული.

ნ. ნინუა