მტკვრის ნაფოტა (Rutilus rutilus kurensis Berg, 1932), გამსვლელი ქარავნული თევზი, კავკასიის ენდემი. მისი სიგრძეა 37 სმ, მასა – 550 გ, იშვიათად 700 გ-მდე. სქესობრივად მწიფდება 2–6 წლიდან, უმეტეს დროს ატარებს ზღვაში, მდინარეებში. მრავლდება სხვადასხვა დროს (ადგილმდებარეობის მიხედვით) მარტიდან-ივნისამდე, ნაყოფიერება – 1000–55000 ქვირითი. ლიფსიტები იკვებებიან უმეტესად პლანქტონით, კიბოსნაირებით, კლადოცერებით, ნიჩაბფეხიანებით, თევზები – მოლუსკებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და დღიურას ჭუპრებით.
საქართველოში გავრცელებულია მდინარეებში – მტკვარი, ხრამი, იორი, ალაზანი, ასევე თბილისის წყალსაცავსა და ჯანდარის ტბაში. მნიშვნელოვანი სარეწი თევზია.
ნ. ნინუა