მტკვარი

მტკვარი, სამხრეთ კავკასიის უდიდესი მდინარე, სათავეს იღებს თურქეთში ზ.დ. 2742 -ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმ. კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბ. ტერიტორიაზე. მისი სიგრძე შეადგენს 1364 კმ (185 კმ თურქეთში, 390 კმ საქართველოში, 789 კმ აზერბაიჯანში), აუზის ფართ. – 188 ათ.კმ2, რ-იც მოიცავს: სომხ. ტერიტორიას მთლიანად, აზერბ. და საქართვ. ტერიტორიების დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქ. და ირან. ტერიტორიების ნაწილს.

. სათავეში ჯერ მოედინება ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში, შემდეგ – განიერში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის, ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მოედინება, ფართო ხეობას წარმოქმნის დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკ. მთიანეთებს შორის ღრმა კანიონში მოედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400 –500 სიღრმისაა). სოფ. ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარის ორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძიდან სოფ. მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან ახალციხის ქვაბულზე გადის, შემდეგ ისევ ვიწროვდება, სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მოედინება და ბორჯომის ხეობას ქმნის. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე -ის ხეობა განიერი და ჭალიანია, ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილი მდინარე წარმოქმნის მრავალ კუნძულს (ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული), ჩქერსა და ლუბრმას. სოფ. ძეგვთან . მცხეთის ვიწრობში შემოდის. აქ ხეობა ციცაბოკალთებიანია, თბილისის ქვაბულში კი – განიერი და ტერასებიანი. თბილისში, მეტეხის ციხესთან -ის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე). თბილისის ქვაბულის შემდეგ ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარედ იქცევა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილი აქვს, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რ-თა ნაწილი ტყითაა შემოსილი. ჭალაში მრავალი ნარიონალია. . ვაკის ტიპის მდინარეა საქართვ. ფარგლებს გარეთაც – განჯის ველზე მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას ქმნის. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. მინგეჩაურის ქვემოთ . მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრივ მრავალი ნარიონალია.

კალაპოტი ზედაპირში სუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობისას სანაპიროები წყლით იფარება, ამის ასაცილებლად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინულებს შორის, რ-ის სიგრძეა 560 კმ. სალიანთან -ს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რ-იც სამხრ-კენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას. შესართავამდე 25 კმ-ით ადრე . ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რ-ის ფართობი არის დაახლ. 100 კმ 2. -ის უმთავრესი მარჯვენა შენაკადებია ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯა-ჩაი, ტერტერი, ხაჩინჩაი, არაქსი; მარცხენა – ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიან-ჩაი, გოქჩაი.

-ის აუზი მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. იგი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, ზაფხულსა და ზამთარში – წყალმცირობა. გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება, მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი სრულდება. ივლ.-აგვ-ში წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის, ხოლო ზამთარში – მდგრადი წყალმცირობა. -ის საშ. წლ. ხარჯი ხერთვისთან არის 32,6 3/წმ, ლიკანთან – 84,1 3/წმ, ძეგვთან – 143 3/წმ, თბილისთან – 205 3/წმ, მინგეჩაურთან – 402 3/წმ, შესართავთან – 575 3/წმ. -ს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს.

წყალდიდობისას . დიდი რაოდენობის წყალს ატარებს, ცალკეულ წლებში კი კატასტროფული წყალდიდობა იცის. 1968 წყალდიდობა გამოიწვია აპრილის შუა რიცხვებში უჩვეულო დათბობამ, რასაც თოვლის ინტენს. დნობა და წვიმები დაემატა. წყალდიდობის დროს -ს დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა მოაქვს. მყარი ჩამონადენი თბილისთან არის 10 მლნ. , შესართავთან – 36 მლნ. , რის გამოც -ის დელტა ყოველწლიურად 100 -ით იზრდება. -ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. მისი შენაკადების წყალი საქართვ. ფარგლებში რწყავს 315 ათ ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბ. ტერიტორიაზე – თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. იგი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტ. რესურსია. -სა და მის შენაკადებზე აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგეჩაურჰესი და სხვ. -ის წყალს ფართოდ იყენებენ ტექ. წყლით უზრუნველსაყოფად და სანაოსნოდ პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხეტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მდინარე მდიდარია თევზით, მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვ. -ის ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვ.

ი. აფხაზავა