მტკაველი, სიგრძის საზომი ერთეული საქართველოში XIX ს-მდე. სიგრძე გაშლილ ცერსა და ნეკს შორის უდრიდა 2 ციდას – 25,3 სმ. XVIII ს-ში შეესაბამებოდა ჩარექს.
ლიტ.: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. 1, თბ., 1962; თაბუკაშვილი ა., მასალები აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 2016, ტ. 14; ჯაფარიძე გ., ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, თბ., 1973.
გ. ჯაფარიძე