მტირალა

მტირალა, ცისკარა, მთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტე-ტში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე, მდ-ების – ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე 1381 . აგებულია შუა ეოცენურის ასაკის ე. წ. „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. -ს მთა აკავებს ზღვის ტენიან ჰაერს, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში აქ 4520 მმ ნალექი მოდის და ყველაზე ტენიან ადგილად ითვლება, სახელიც სწორედ უხვტენიანობის გამო ეწოდა. მთის კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანებით. მთის დას. კალთა გამოყენებულია საზაფხულო დასასვენებელ ადგილად.