მსხლისებური გუდაფშუკა (Lycoperdon pyriforme), საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯგუფისა. ნაყოფსხეული ჟანგისფერი ან ღია ყავისფერია. მისი სიმაღლეა 2–5 სმ, დიამეტრი – 1,5–3 სმ. ფორმით მსხლისებრი ან კვერცხისებრია, ძირისკენ – გაწვრილებული. ჯგუფურად იზრდება დამპალ ხეებზე და მათ მახლობლად ზაფხულში და შემოდგომით. საკვებად ვარგისია მხოლოდ ნორჩი.
ი. ნახუცრიშვილი