„მოწაფე“, ყოველთვიური პედაგოგიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1908–09. №3 და №4 გამოვიდა „მოწაფის ჩანგის“, ხოლო №5 და №6 – „პირველი ნაბიჯის“ (ორივეს რედ. ბ. კაპანაძე) სახელწოდებით. ჟურნალში ყურადღება გამახვილებული იყო ეროვნ. სკოლების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, აღზრდისა და პედ. თეორიის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ დ. თურდოსპირელი, ვ. თამროშვილი, ი. მჭედლიშვილი, ა. შანშიაშვილი, ნ. წინამძღვრიშვილი და სხვ. რედ.-გამომცემელი – ა. კაპანაძე.
მ. ნარმანია