მოტივი

მოტივი ლიტერატურაში, მხატვრული ტექსტის უმარტივესი, განუყოფელი აზრობრივი ერთეული. ., როგორც ცნება, ლიტერატურისმცოდნეობაში დამკვიდრებულია მუსიკის გავლენით, სადაც ის აღნიშნავს რამდენიმე ნოტისგან შედგენილ ჯგუფს. იგი არის სემანტიკური გამეორება (სიტყვის ან შესატყვისისა) ტექსტის ფარგლებს გარეთ; შეიძლება იგულისხმებოდეს ქვეტექსტშიც ან წარმოდგენილი იყოს სათაურის, ან ეპიგრაფის სახით. მისი უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისებაა არასრული რეალიზებულობა. -ის ცნება დანერგილია თეორ. პოეტიკაში, შედარებით ლიტერატურისმცოდნეობაში, აგრეთვე – ზეპირსიტყვიერებაში.

თეორ. პოეტიკაში -ით აღინიშნება მნიშვნელოვანი და, როგორც წესი, განმეორებადი „საყრდენი“ მხატვრული საშუალებები და ხერხები; მაგ., გადაცემის . – დამახასიათებელია კომედიებისა და ფარსებისათვის, ხოლო ცნობა/ვერცნობის . გვხვდება მრავალ ტრად. ჟანრში (ეპოსი, ტრაგედია და ა. შ.). -ის პოლისემანტიკურობის გამო ხშირია შინაარსობრივად ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული შესატყვისები – შემოქმედების . (თემები), ფოლკლორული . (უმარტივესი თხრობითი ფორმულა), ლირიკული . (გრძნობისა და იდეების განმეორებადი კომპლექსი), „მოტივური სტრუქტურა“ (ტექსტის განმეორებადი ელემენტების კონცეპტუალურად ირიბული კავშირი).

მ. ერთგვარად ენათესავება იდეას. იდეა პრობლემის გადაწყვეტას, მწერლის ტენდენციის გამეორებას გულისხმობს, . – გადასაწყვეტს, მწერლის იდეური მიდრეკილების გამოვლენას. ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ეროვნ. მ. სხვადასხვა კუთხით ვლინდება. ეროვნ. -ზეა აგებული „მგზავრის წერილები“, „დიმიტრი თავდადებული“, „თორნიკე ერისთავი“, „ნათელა“. ეს საერთო . სხვადასხვა იდეურ გადაცემაში იჩენს თავს და კონკრეტდება, ამიტომ ერთია ., მეორე კი – მისი იდეური გადაჭრა. -ის მნიშვნელობა დამოკიდებულია არა საკუთრივ მის აზრზე, არამედ მის როლზე მხატვრულ კონსტრუქციაში.

ლიტ.: ლომიძე თ., მოტივი, წგ.: ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი, თბ., 2012.

მ. თუშიშვილი