მოსხები

მოსხები, ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი. ამ ფორმით ეს სახელი გვხვდება ანტ. ხანის ავტორებთან, ჰეკატეოს მილეტელიდან (ძვ. წ. VI ს.) მოყოლებული. -ს თვლიან ძვ. აღმოსავლურ (ასურული, ურარტული) წყაროებში მოხსენიებული მუშქების შთამომავლებად და უფრო გვიანდელი მესხების წინაპრებად. მიჩნეულია, რომ მუშქების სამეფოს (ანუ ფრიგიის) დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომებმა ჩრდ.-აღმ-კენ გადაინაცვლეს და სამხრ.-დას. საქართველოში დამკვიდრდნენ. ძვ. წ. V ს-ში . სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთის სხვა ტომებთან ერთად (ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები) აქემენიდთა სპარს. XIX სატრაპიაში შედიოდნენ. . მონაწილეობდნენ სპარს. მეფის, ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ დროს ისინი შეიარაღებული იყვნენ მცირე ფარებითა და შუბებით, თავზე კი ხის მუზარადები ეხურათ (ასევე იყვნენ შეიარაღებული ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები).

-ის სახელი, ანტ. მწერლების ცნობით, ეწოდება მცირე კავკასიონის ერთ-ერთ განშტოებას (მოსხური მთები). სტრაბონის (I ს.) ცნობით, კოლხეთი მდებარეობდა კავკასიონსა და მოსხურ მთებს შორის.

ლიტ.: მელიქიშვილი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965; წერეთელი კ., ქართული ეთნიკური ტერმინის „მესხის“ ისტორიისათვის, „საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, 1954, №2; ხაზარაძე ნ., საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები: მოსხები, თბ., 1984; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. მელიქიშვილი