მოსულიშვილი მიხეილ (მიხო) ანზორის ძე (დ. 10. XII. 1962, სოფ. არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი), მწერალი, გეოლოგი. 1986 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, ხოლო 1984 – ხელოვნ. და ჰუმანიტარიის ფაკ-ტი კინოდრამატურგის სპეციალობით. 1986–91 მუშაობდა საქართვ. გეოლ.-გეოფიზ. ექსპედიციაში ინჟინერ-გეოლოგად. იყო ჟურნ. „ცისკრის“ კრიტიკის განყ-ბის გამგე (1996–2004), „ლიტერატურული პალიტრის“ მოწვეული რედაქტორი (2004–09) და „სამხედროს“ რედაქტორი (2009–10).
მ-ის პირველი მოთხრობა „ტყის კაცი“ გამოქვეყნდა ჟურნ. „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ (1984, №3–4). ავტორია წიგნებისა: „მთვარიანი დღის ფრესკები“ (1990), „სივრცე ვერტიკალში“ (1997), „უჟამო ჟამის რაინდი“ (1999), „ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“ (2003), „ფრენა უკასროდ“ (2007), „სულის მდინარე“ (2012), „დიდი ძუ დათვი“ (2013), „დარდისას გეტყვი“ (2023) და სხვ. თარგმნილი აქვს ბ. აკუნინის „აზაზელი“ (2004), გ. ტრანკვილუსის „თორმეტი კეისრის ცხოვრება“ (2011), ა. გიდელის „პიკასო“ (2013), გ. ფერეროს „იულიუს კეისარი“ (2016) და სხვ. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართვ. სხვადასხვა თეატრში, ასევე – ტელევიზიასა და რადიოში.
მ-ის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
მიღებული აქვს ღირსების მედალი (1998) და პრემია „გალა“ (2011).