მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, 1864–1923 რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების – „მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების“ (1881-იდან – „მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოება“) განყ-ბა (პირველი და ერთადერთი), რ-იც გაიხსნა თბილისში 1901. მისი დაარსების მოთავე და ხელშემწყობი იყო რუსი არქეოლოგის, გრაფ. ა. უვაროვის ქვრივი – პ. უვაროვა. მან 1901 წ. 21 მარტს თბილისში, საჯარო ბ-კაში ჩაატარა კავკასიის ისტორიის მოყვარულთა და მკვლევართა შეკრება. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ კი, 1901 წ. 13 აპრილს, მოსკოვის არქეოლ. საზ-ბის კრებაზე გამოთქვა ასეთივე განყ-ბის შექმნის სურვილი. 1901 წ. 28 აპრილს მოსკოვის არქეოლ. საზ-ბამ განიხილა ეს საკითხი – გაეცნო „კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა წრის“ წერილს, თბილისში გამართული შეხვედრის ოქმსა და კავკ. ფილიალის წესდების პროექტს. იმავე წლის 30 სექტ. სახალხო განათლების მინისტრმა დაამტკიცა მ. ა. ს. კ. გ-ის წესდება, ხოლო 21 ოქტომბერს პ. უვაროვამ თბილისში ამ საზ-ბის დამფუძნებელ წევრთა (32) საერთო კრება გამართა. თავ-რედ ერთხმად აირჩიეს ლ. ლოპატინსკი, ხაზინადარად – პ. მელერი. დამფუძნებელ წევრთა შორის იყო ე. თაყაიშვილი, რ-იც 1905–18 ამ განყ-ბის მდივანი იყო.
პ. უვაროვა რეგულარულად (1902, 1904, 1907, 1910) ჩამოდიოდა თბილისში და ატარებდა სხდომებს, სადაც განიხილებოდა ფინანსური პრობლემები, სამომავლო მუშაობის გეგმა, ჩატარებული არქეოლ. ექსპედიციების შედეგები, ფასდაუდებელი ძეგლების შენახვის (ხშირად კი გადარჩენის) საკითხები.
მ. ა. ს. კ. გ. გამოსცემდა კრებულს, სადაც იბეჭდებოდა საზ-ბის წევრთა ანგარიშები და ოქმები (სულ 6 კრებული). საზ-ბამ უსახსრობის გამო არქეოლოგიური გათხრებისათვის ვერაფერი გააკეთა. ის ძირითადად მიწისზედა ძეგლების (ეკლესია-მონასტრები, წარწერები და სხვ.) შესწავლითა და მასალების გამოქვეყნებით შემოიფარგლა. განყ-ბამ იარსება 1921-მდე.
იხ. აგრეთვე სტატია „მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაბა“.
ლიტ.: გამყრელიძე გ., ქართული არქეოლოგიის ისტორიიდან (ორგანიზაციული განვითარების გზა), თბ., 1996; Алиева А. И., Кавказское Отделение Императорского Московского археологического общества. „Северо-Осетинский институт гуманитарных социальных исследовании им. В. И., Абаева 20 (59)“, Владикавказ, 2016;
მ. ზალდასტანიშვილი