მოსიძე შალვა ილარიონის ძე

შ. მოსიძე 

მოსიძე შალვა ილარიონის ძე (დ. 28. XII. 1936, ჭიათურა), ქორმაისტერი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1988). რუსთაველის პრემიის ლაურეატი (2013). 1962 დაამთავრა თბილ. „ნიჭიერთა ათწლედი“ საგუნდო-სადირიჟორო განხრით (პედ. გ. კაპანაძე), 1967 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია გუნდის დირიჟორის სპეციალობით (პედ. ვ. ფალიაშვილი). 1962-იდან იყო თბილ. II მუს., 1969-იდან კი – გორის მუს. სასწავლებლის პედაგოგი. 1970 დააარსა (ს. კაჭარავასთან ერთად) „გორის გოგონათა გუნდი“, იყო მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვ. და დირიჟორი, 1976-იდან – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (გუნდის დირიჟორობა), 2007-იდან – კათედრის გამგე, ასოცირებული პროფ. (2006), სრული პროფ. (2013), ემერიტუსი (2021). 1976–85 თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში დირიჟორობდა თავისსავე დაარსებულ ქალთა გუნდს. იყო საერთაშ. კონკურსების ჟიურის წევრი. მ-ის მოწაფეებს შორის არიან საქართვ. წამყვანი ქორმაისტერები: ზ. ბოლქვაძე, გ. ჟორდანია, ა. უშვერიძე, თ. ცირამუა, ნ. წიკლაური, ს. (ჯ.) ჯანგულაშვილი და სხვ. -ის რეპერტუარი მოიცავს ქართ. და მსოფლიო საგუნდო მუსიკას, მ. შ. ნ. ვაწაძის, გ. ჩლაიძის, ო. თაქთაქიშვილის, ა. მაჭავარიანის, რ. ხორავას, ჯ. ბეგლარიშვილის, ზ. ბოლქვაძის, ჯ. პალესტრინას, კ. მონტევერდის, დ. სკარლატის, ჯ. პერგოლეზის, რ. შუმანის, ბ. ბარტოკის, ფ. პულენკის, ა. შონბერგის, დ. შოსტაკოვიჩის, ს. რახმანინოვის და სხვათა ნაწარმოებებს, განსაკუთრებული თანხვედრა და წარმატება კი ი. კეჭაყმაძის შემოქმედებას უკავშირდება. -ის რეპერტუარშია აგრეთვე ქართ. ხალხ. და მსოფლიო ხალხთა სიმღერები, სპირიჩუელსები და სხვ. არის საგუნდო ბგერწერის ოსტატი განუმეორებელი საშემსრულებლო მანერით, ტექნიკითა და აკუსტიკური მრავალფეროვნებით. იგი არის მრავალი კონკურსის ლაურეატი – I პრემია  1985 (მსოფლიო XII ახალგაზრდული და სტუდენტური ფესტივალი), II პრემია და სპეც. პრიზი (1986; ბ. ბარტოკის სახ., დებრეცენი, უნგრეთი), III პრემია და სპეც. პრიზი ხალხ. და თანამედროვე ნაწარმოებების შესრულებისათვის (1989; მარკტობერდორფი, გერმ.). -ს მიღებული აქვს საქართვ. კომკავშირის პრემია (1980), ღირსების ორდენი (1996, 2013), სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – „წმ. გიორგის ოქროს ორდენი“ (2013), ეროვნ. მუს. ცენტრის ე. მიქელაძის მედალი, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. მ. და „გორის ქალთა კამერული გუნდი“ არის საგუნდო მუს. საერთაშ. ფედერაციის – „ევროპა-კანტატის“ წევრი. გორის თეატრის წინ გახსნილია -ის ვარსკვლავი (2023).

ლიტ.: ახმეტელი მ., შალვა მოსიძე - 70, წგ.: ცხოვრება ხელოვნებაში, თბ., 2011; პროფესიაში გამორჩეულნი, ტ. 2, თბ., 2012; წურწუმია რ., საგუნდო მუსიკის ოსტატი, „საბჭოთა ხელოვნება“, 1983, №1.