მოსიაშვილი გული ივანეს ძე

მოსიაშვილი გული ივანეს ძე (25. XI. 1914, თელავი, – 24. V. 1992) მიკრობიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1964), მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1940 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1959-იდან იყო საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მიკრობიოლ. ლაბორ. გამგე. გამოიკვლია საქართვ. ნიადაგების მიკროფლორა და მისი როლი ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდაში. შეისწავლა ყურძნის წვენის დუღილის გამომწვევი მიკროორგანიზმები, ღვინის მრეწველობაში დანერგა საფუვრის აქტ. ფორმები. მასვე ეკუთვნის ნაშრომი „ყურძნის პროდუქტთა მიკრობიოლოგიური ანალიზი“ (1972) და სხვ. მ. იყო მიკრობიოლოგთა საზ-ბის საქართვ. განყ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე (1957–89).