მოსეშვილი ლევან გიორგის ძე (23. V. 1940, თბილისი, – 5. III. 2020, იქვე), სპორტსმენი (კალათბურთი), მწვრთნელი. ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964). სსრკ დამს. მწვრთნელი (1982). დაამთავრა სას.-სამ. ინ-ტი მეღვინე ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით (1972) და ფიზკულტურის ინ-ტი (1978). თამაშობდა თბილ. „დინამოს“ შემადგენლობაში (1959–72). იყო ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალისტი (1969), სსრკ ჩემპიონატის პირველი (1968), სამგზის მეორე (1960–61, 1969) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1959). როგორც მთ. მწვრთნელი იყო თბილისის „დინამოს” (1972–2003; 1973 – სსრკ თასის ფინალისტი, 1977 – ჩემპიონატის მესამე პრიზიორი; 1991–92 – საქართვ. ჩემპიონი. 1996–97, 2002 – მეორე პრიზიორი), „თბილავიამშენის“ (2004–09; 2006 – საქართვ. ჩემპიონი, 2005 – მეორე პრიზიორი, 2007–08 – საქართვ. თასის მფლობელი) და სპორტული კლუბ „არმიის“ (2010–2011; 2011 – საქართვ. ჩემპიონი, 2008 – მეორე პრიზიორი, 2011 – საქართვ. თასის, 2009, 2011 – სუპერთასის მფლობელი). მიენიჭა საქართვ. სპორტის რაინდის წოდება (2012). მიღებული აქვს საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის მედალი (2015).
ლიტ.: ბერიშვილი ე., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ., 2013; ვინ ვინაა საქართველოში – ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998–1999.