მოსეშვილი ვარლამ პავლეს ძე (15. XII. 1871, სოფ. გუბი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 27. VII. 1943, თბილისი), ფარმაკოლოგი, მედ. მეცნ. დოქტორი (1908), პროფესორი (1918), საქართვ. დამს. მოღვაწე (1941).
1898 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1990–11 მივლინებული იყო პარიზში. 1918 აირჩიეს ხარკოვის უნ-ტის ფარმაკ. კათედრის პროფესორად. 1918–19 ასრულებდა თსუ-ის ახლადჩამოყალიბებული სამკურნ. ფაკ-ტის დეკანის მოვალეობას. 1920–30 განაგებდა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის, ხოლო 1930–43 თბილ. სამედ. ინ-ტის ფარმაკ. კათედრას.
მ. შეისწავლიდა სანარკოზო ნივთიერებების მოქმედებას, მცენარეული წარმოშობის სამკურნ. ნივთიერებების გავლენას გულ-სისხლძართვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე და სხვ.
თხზ.: ზოგადი ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელო, თბ., 1938.