მოსამართლე

მოსამართლე, სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მე-3 მუხლის მიხედვით, . უნდა იყოს „... დიდად მჩხრეკელი, მიმხუდარი, გამომძიებელი, გონება-აუჩქარებელი, დაწყნარებული, გამგონე, საჩივრის ყურის მიმგდები, გამსინჯავი, მოჩივრის მოადის მომცდელი და სხვისაც მკითხველი..., მოწმის მაძებარი უნდა იყოს უქრთამო, ღვთისმოშიში“.

სამართლის ისტორიაში -ის ფუნქციებს ასევე ახორციელებდა მსაჯული, ბჭე და მდივანი; უფროსი მოხელეები იყვნენ მდივანბეგი და მსაჯულთუხუცესი. -ის ფუნქციებს ზოგჯერ მეფეც ასრულებდა.

თანამედროვე საქართველოში სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საქართვ. საკონსტიტუციო და საქართვ. საერთო სასამართლოები.

საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში შედის 10 წლის ვადით განწესებული 9 . ამათგან სამს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს – უზენაესი სასამართლო, სამს ირჩევს პარლამენტი.

საერთო სასამართლოების სისტემაში პირველი ინსტანციის სასამართლოებია რაიონული და საქალაქო სასამართლოები. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი -ები. მაგისტრატი . ეწოდება რ-ნული (საქალაქო) სასამართლოს -ს, რ-იც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რ-ნული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტ-ზე არსებულ ადმ.-ტერიტ. ერთეულში. ამ სასამართლოებში -ები საქმეებს განიხილავენ ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად – 3 -ის შემადგენლობით. ზემდგომ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში იქმნება სასამართლო პალატები 3 -ის შემადგენლობით. უზენაეს სასამართლოში ასევე იქმნება დიდი პალატა.

პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს -დ განწესდება საქართვ. მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რ-საც აქვს უმაღლესი იურიდ. განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ფლობს საქართვ. სახელმწ. ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით) – უვადოდ. უზენაესი სასამართლოს -ს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უვადოდ (65 წლის ასაკის მიღწევამდე) ირჩევს პარლამენტი. უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატები თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან.

-ს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. მ. თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს; მისი ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება გარანტირებულია საქართვ. კონსტიტუციით.

უზენაესი სასამართლოს თავ-რისა და უზენაესი სასამართლოს -ის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით. სხვა მ-ებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართვ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართვ. ორგანული კანონით დადგენილი წესით.

მ. არ შეიძლება იყოს პოლიტ. გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტ. საქმიანობაში.

ლიტ.: მეტრეველი ვ., ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2014; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1952; ქართლის ცხოვრება, დ. ჩუბინაშვილის გამოც., ნაწ. 2, სპბ, 1854.

ი. უჯმაჯურიძე