მოსაგონარი

მოსაგონარი, 1. ლექსი, რ-იც მიცვალებულის სიცოცხლისა და დაღუპვის ამბებს მოგვითხრობს; 2. სასმისი (სურა, ყანწი, ჭიქა და სხვ.), რ-იც საგანგებოდ გაკეთებული ან დაწესებულია მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად (იხ. მკვდრის ლექსი).

ლიტ.: გოგოლაური ი., ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები, წგ. 2, ფშაური პოეტური ფოლკლორი, ნაწ. 1, თბ., 2017; ვირსალაძე ე., ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვაობა, თბ., 1958.

დ. გოგოჭური