მოსაბრუნი

მოსაბრუნი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდ. ქსნის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 800 . ახალგორიდან 3 კმ.

სოფლის სამხრ.-აღმ-ით, ორიოდე კმ-ში, ტყეში, მდებარეობს ხოფის მონასტერი; სოფლის სამხრ-ით 1,2 კმ-ზე, ოძისი–ახალგორის გზის მარცხ. მხარეს დგას ადრინდ. შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესია; სოფლის მახლობლად, ძეგლევის ხევში კი სამი ეკლესიაა. მ. შ. ორი – წმ. გიორგისა და მიძინების ხატის ეკლესია – ადრინდ. შუა საუკუნეებით თარიღდება, ხოლო მესამე – წმ. გიორგის სახელობისა – განვითარებული შუა საუკუნეებით.

მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.