მორჩილაძე შოთა გივის ძე (15. II. 1951, თბილისი, – 6. I. 2004, იქვე), სპორტსმენი (ბერძნ.-რომაული ჭიდაობა). სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1973), ევროპის ჩემპიონი (1974) და მესამე პრიზიორი (1973), მსოფლიო ჩემპიონატის მეორე (1974) და მესამე (1973) პრიზიორი, მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1973). მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში (1969).
სსრკ ჩემპიონი (1973), სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1974), ოთხგზის მეორე (1974, 1975, 1980, 1981) და ორგზის მესამე (1970, 1978) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1975).