მორფოლოგია ცხოველთა

მორფოლოგია ცხოველთა, მოძღვრება ცხოველური ორგანიზმების ფორმისა და აგებულების შესახებ მათ ინდივიდ. (ონტოგენეზი) და ისტ., ანუ ევოლუციურ (ფილოგენეზი) განვითარებაში. მოძღვრება მოიცავს ანატომიას, შედარებით ანატომიას, ცხოველთა ჰისტოლოგიას, ციტოლოგიას, ემბრიოლოგიას და ექსტერიერსის თავისებურებებს. კვლევის მორფოლ. მეთოდები ფართოდ გამოიყენება ზოოლოგიაში, პალეონტოლოგიასა და სხვა ბიოლ. დისციპლინებში.

იხ. აგრეთვე სტ. ზოოლოგია.