მორფილი უილიამ რიჩარდ [17. XI. 1834, მეიდსტონი (კენტი), – 9. XI. 1909, ოქსფორდი], ინგლისელი ლინგვისტი, ისტორიკოსი, ოქსფორდის უნ-ტის პროფესორი, ფილოლოგი, ქართველოლოგი. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართ.-ინგლ. ლიტ. ურთიერთობის გაცნობასა და დაახლოებაში. პირველად საქართველოს 1888 წ. 22 აპრილს ეწვია და ქვეყანაში 9 დღე გაატარა, რა დროსაც გაეცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის რედაქციასა და კანცელარიას, დაათვალიერა ბ-კები, ქართ. ხელნაწერები და შეიძინა წიგნები ქართ. ენის შესახებ. გამოაქვეყნა წერილები საქართვ. ისტ. წარსულის, ენისა და ლიტ-რის საკითხებზე, მ. შ. განსაკუთრებით საყურადღებოა „ქართული ენა და ლიტერატურა“ (1888) – პირველი ნაშრომი ინგლ. ლიტერატურათმცოდნეობაში, რ-შიც განხილულია ქართ. ლიტ-რის განვითარების ძირითადი ეტაპები. რეცენზიაში ა. ცაგარლის წიგნზე (1889) მ. მიმოიხილავდა ქართ. ხელნაწერთა საგანძურებს პალესტინასა და სინის მთაზე; „ვეფხისტყაოსნის“ გერმ. თარგმანისადმი მიძღვნილ წერილში (1891) მკვლევარმა განიხილა რუსთაველის პოემა. ქართვ. საზ-ბა დიდ ყურადღებას იჩენდა მ-ის მოღვაწეობისადმი, ქართ. პერიოდიკაში ქვეყნდებოდა მისი წერილების თარგმანები. მ. იყო რედაქტორი ო. უორდროპის ცნობილი წიგნისა „საქართველოს სამეფო – მოგზაურობა ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“.
თხზ.: Balhvar and Jodasaph. „The Journal of the Royal Asiatic Society“, 1903; Notes On the literary monumenta of Ge orgia, “The Academy”, 1895. v. 47: The national epic of the Georgians, იქვე. 1891. წ. 39: The relations of Russia with Georgia, d 330- 1892,v. 41.
ლიტ.: ორლოვსკაია ნ., ნაშრომები ქართული ფილოლოგიის დარგში, „ცისკარი“, 1964, №6; შარაძე გ., ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბ., 1984; Lang D., Georgian studies in Oxford, Oxford Slavonic Papers, 1955, v. 6; “Morfill, William Richard”. Who Was Who 1920–2008. Oxford University Press. December 2007; Stone, Gerald (October 2009). “Morfill, William Richard (1834–1909)”. Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/35099.
ნ. ორლოვსკაია