მორიცი იუნა (ჯუნა) პეტრეს ასული

მორიცი იუნა (ჯუნა) პეტრეს ასული (დ. 2. VI. 1937, კიევი), უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი. 1954 ჩაირიცხა კიევის სახელმწ. უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტზე, 1955-იდან სწავლა განაგრძო მოსკოვის ლიტ. ინ-ტში პოეზიის განყ-ბაზე. რეგულარულად აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს „საბჭოთა უკრაინაში“. 1961 გამოსცა პირველი ლირიკული კრებული „საუბარი ბედნიერებაზე“. 1962 ა. მირცხულავას რედაქტორობით გამოიცა -ის ლექსების კრებული. -მა თარგმნა ხ. გაგუას, გ. გეგეჭკორის, ჯ. ჩარკვიანის. ო. ჭილაძისა და სხვა ქართვ. პოეტების ლექსები.