მორინა მიმო

მ. მორინა 

მორინა მიმო (4. VIII. 1933, სიცილია, – 2005), იტალიელი პოეტი, ქართველოლოგი. 1957 დაამთავრა პალერმოს უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. ავტორია პოეტური კრებულებისა: „მე თვითონ გადავიხდი“ (1955); „მარწყვები“ (1964); „ფსიქე“ (1967); „საათის ქანქარა“ (1973); „ჰიერა“ (1980) და სხვ. 1980 მ-ს ლექსების წიგნი „შენ ხარ დედამიწა“ თარგმნა გ. ბუაჩიძემ და დაიბეჭდა ჟურნ. „საუნჯეში“ (№3). ქართ. მწერლობით XX ს. 70-იან წლებში დაინტერესდა. 1971 ჟურნ. „ვენტო ნუოვოში“ („ახალი ქროლა“) დაიბეჭდა მისი წერილი „შეხვედრა ქართულ პოეზიასთან“. 1979 ეწვია თბილისს და საქმიანი ურთიერთობა დაამყარა არაერთ ქართველ მწერალთან. -მ შექმნა ევროპელ პოეტთა ასოციაცია; დააარსა და რედაქტორობდა შვიდ ენაზე გამომავალ ჟურნ. „ნუველ ეუროპას“. სწორედ აქ დაიბეჭდა ა. კალანდაძის, ს. ჩიქოვანის, გ. აბაშიძის, თ. ჭილაძისა და სხვათა ლექსების თარგმანები იტალ. და ფრანგ. ენებზე. 1986 მისი ხელმძღვანელობით გამოიცა მსოფლიო პოეზიის ანთოლოგია „თალატა“, რ-შიც შევიდა გ. აბაშიძის ორი ლექსი (თარგმანი გ. ბუაჩიძისა).

. იყო პოეზიისა და ესეის ეროვნ. (1968) და იტალიის კულტურის (1969) პრემიების ლაურეატი; იტალიის რესპუბლიკის საპატიო ორდენისა (1971) და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის (1993) კავალერი.

ს. მეტრეველი