მორიერი (Morier) ჯეიმზ ჯუსტინიან

მორიერი (Morier) ჯეიმზ ჯუსტინიან (დაახლ. 1780, სმირნა, თურქეთი, – 23. III. 1849, ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი), ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური, მწერალი. 1807 ირანში სერ ჰარფორდ ჯოუნსის საელჩოს მდივანი იყო; 1814–15 ასრულებდა ინგლ. ელჩის მოვალეობას თეირანში; 1815 დასასრულს კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. 1817 სამსახურიდან გადადგა და ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო. ., როგორც ინგლისის ინტერესების დამცველი, თვალყურს ადევნებდა რუსეთის პოლიტიკას სამხრ. კავკასიაში და იქ მომხდარ ამბებს (მაგ., 1811–12 აჯანყება კახეთში). -ის „მოგზაურობა“ ძვირფასი წყაროა XIX ს. კავკასიის ისტორიისათვის, რამდენადაც ბევრ ცნობას გვაწვდის ამ მხარის შესახებ. მის მეორე გამოცემას დართული აქვს 2 რუკა და ავტორის ჩანახატების მიხედვით გაკეთებული გრავიურები.

თხზ.: A second Journey through Persia, Armenia and Asia Minor to Constantinople between the years 1810 and 1816...L., 1818; ჰაჯი ბაბა ისფაჰანელის თავგადასავალი, ინგლ. თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ნ. ნონიაშვილმა, თბ., 1992.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественики по Кавказу, 1800–1830 гг., Тб., 1946.