მორიგის ლაშქრობის განაჩენი 1774 ქართული ადმინისტრაციული და სამხედრო სამართლის ძეგლი. შედგება პრეამბულისა და 37 მუხლისაგან. შეიმუშავა მეფე ერეკლე II-მ სამეფო კართან, სამღვდელოებასთან და დარბაზთან ერთად. ამ განჩინების მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფოში შეიქმნა 5-ათასკაციანი მუდმივი ლაშქარი. ლაშქარში, განურჩევლად წოდებისა, იწვევდნენ ყოველ ჯანმრთელ მამაკაცს. ისინი ვალდებულნი იყვნენ წელიწადში ერთი თვე ემსახურათ ჯარში საკუთარი სურსათითა და საბრძოლო აღჭურვილობით. ძეგლში გათვალისწინებულია სასჯელი სამხედრო დანაშაულის ჩამდენისა და დანაშაულის დამფარავის მიმართ.
მორიგე ლაშქარი, როგორც მუდმივი ჯარის სახეობა, შემოიღეს ლეკიანობის წინააღმდეგ გადამჭრელი ღონისძიების გატარების მიზნით. მორიგე ლაშქარმა დაახლ. 1787-მდე იარსება და დიდად შეუწყო ხელი ქვეყნის სამხედრო ძლიერებას (იხ. აგრეთვე მორიგე ჯარი).
ი. უჯმაჯურიძე