მორვილი, მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვის ქედის (მესხეთის ქედის განშტოება) უკიდურეს ჩრდ.-აღმ. ნაწილში. სიმაღლე 1728 მ. კალთები რადიალურადაა დანაწევრებული მდ-ების – ჩაქვისწყლის, კინტრიშისა და აჭარისწყლის შენაკადთა სათავეებით. აგებულია შუა ეოცენური ტუფბრექჩიებითა და ტუფებით. მთის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი (რცხილნარ-წიფლნარი) ტყით.
ს. ნემანიშვილი