მორეტი კარლო ვლადიმერის (ბიაჯიოს) ძე [27. X(8. 11). 1899, თბილისი, – 21. I. 1977, იქვე], მშენებელი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1964). წარმოშობით იტალიელი. 1914-იდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში (ახლანდ. სამხატვრო აკადემია), სადაც ასწავლიდნენ ი. ნიკოლაძე, ო. შერლინგი და სხვები; მუშაობდა მშენებლობაზე, სტამბაში, გამომცემლობაში. 1930-იანი წლებიდან ხელმძღვ. პოსტები ეკავა საქართვ. სახელმწ. მშენებლობებზე: იყო „იმელი“-ს შენობის (არქიტექტორი ა. შჩუსევი) მშენებლობის ხელმძღვანელი (1933-იდან); 1937 წლიდან იყო ,,საქკურორტმშენის“, შემდეგ კი ,,თბილმშენის“ ი. მისი ხელმძღვანელობით აშენდასასტუმროები ბორჯომში, ლიკანში, წყალტუბოში, მენჯში, აგრეთვე კინოთეატრები, ქარხნები, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და სხვ. თბილისში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მის მიერ შექმნილი სქემით და მისი ხელმძღვანელობით აშენდა ჰიდრონაგებობები წყალტუბოს კურორტის წყლით უზრუნველსაყოფად. მ-ის ინიციატივით მოხერხდა სასმელი წყლის ამომშრალი წყაროს აღდგენა, რ-იც უძველესი დროიდან ამარაგებდა წყლით გელათის მონასტერს, რისთვისაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა დიდი მოცულობის მიწისქვეშა სამუშაოები. საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის კომპლექსის აგებისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1968).
მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები. თბილისში არის მ-ის სახელობის ქუჩა.
თხზ.: საქართველოს მშენებლობებზე, თბ., 1979.
ს. კინწურაშვილი