მორდე, უღელტეხილი მესტიისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 3850 მ. მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ხასიათდება ნივალური ლანდშაფტით. აკავშირებს მდ-ების – საკენისა (კოდორის სისტემა) და ნენსკრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) ხეობებს მდ. უზუნქოლის ხეობასთან (რფ; ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპ.).