მორალი იგავ-არაკში, ნართაულად, ალეგორიულად გადმოცემული ნაწარმოების დედააზრი, მწერლის იდეური ჩანაფიქრი. იგავ-არაკის დასკვნით ნაწილში გამოთქმულია ამა თუ იმ მოვლენის შეფასება, რაც დამრიგებლობითი ან მამხილებელი ხასიათისაა. მ. ან დასკვნის სახით ერთვის ნაწარმოებს, ან აფორიზმით არის წარმოდგენილი, ხშირ შემთხვევაში კი ამოსაცნობია.
ლიტ.: კიკნაძე ზ., ქართული ფოლკლორი, თბ., 2006; ქურდაძე შ., იგავის სწავლების დიდაქტიკურ-ესთეტიკური მახასიათებლების გაგებისთვის, თბ., 2011; შიოშვილი თ., ქართული ფოლკლორის ზნეობრივი სამყარო, ბათ., 2004.