მოპასანი

მოპასანი

მოპასანი (Maupassant) გი (სრული სახელი ანრი რენე ალბერ გი) დე (5. VIII. 1850, ტურვილ-სიურ-არკი, – 6. VII. 1893, პარიზი), ფრანგი მწერალი. შექმნა ნოველის კლასიკური ნიმუში. პირველი ნოველა „ფუნთუშა“ 1880 გამოაქვეყნა. მას ეკუთვნის ნოველების კრებულები: „ტელიეს სახლი“ (1881), „მადმუაზელ ფიფი“ (1882), „დღისა და ღამის ზღაპრები“ (1885), „პაწაწა როკი“ (1886) და სხვ. წერდა ლექსებს (კრებ. „ლექსები“, 1880), რომანებს („ლამაზი მეგობარი“, 1885; „მონტ-ორიოლი“, 1886; „პიერ და ჟანი“, 1887–88; „სიკვდილივით ძლიერი“, 1889 და სხვ.).

-ის შემოქმედებას საქართველოში უკვე XIX ს. მიწურულში იცნობდნენ. 1898 გ. ყიფშიძემ თარგმნა მისი ნოველები – „მოხუცი“ და „მიცვალებული“. 1911 გამოიცა -ის მოთხრობების კრებული. 1914 „სორაპანის“ გამომცემლობამ დაბეჭდა მოთხრობების წიგნი; ქვეყნდებოდა წერილები მისი შემოქმედების შესახებ. 1910 მ. ჯავახიშვილმა ფსევდონიმით . ად-ლი გამოაქვეყნა წერილი „მოპასანი და მისი ცხოვრება“ (შესულია 2001 გამოცემულ მ. ჯავახიშვილის წერილებში). -ის ნაწარმოებთა ცნობილი მთარგმნელები არიან თ. სახოკია („რჩეული მოთხრობები“, 1929; „ფუნთუშა“, „დედაბერი სოვაჟი“, 1935; მ. ჯავახიშვილი („ლამაზი მეგობარი“), ჟ. ირემაძე, რ. გვეტაძე, ლ. ასათიანი, ლ. მხეიძე, ნ. ახალაძე და სხვ.

თხზ.: მოთხრობები, თბ., 1947; რჩეული ნოველები, ესეები, თბ., 2017; რჩეული ნაწარმოებები 3 ტომად, 2016; წუთისოფელი, თბ., 1965.

ლიტ.: ბერიძე ნ., მოპასანი ქართულად, „მწერლის გაზეთი“, 2017, №6; ლანუ ა., მოპასანი (მეცნიერულ-მხატვრული ბიოგრაფია), თბ., 1988.

ნ. თარგამაძე