მონორიმი

მონორიმი, შეწყობილი, მდენარი, ერთი რითმის შემცველი ლექსი. ხშირად გვხვდება აღმოს. პოეზიაში. ერთრითმიანი ლექსებით მდიდარია ქართ. წყობილსიტყვაობა. მაგ., „ყივჩაღის ლექსის“ რითმა („ისასა“) თავიდან ბოლომდე უცვლელია:

„შემომეყარა ყივჩაღი საზღვარს მუხრანის გზისასა,

პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა...“

ქართ. მწერლობაში ერთრითმიანი ლექსის ნიმუშებია დ. გურამიშვილის „მზეთამზის შესხმა და ჭეშმარიტის გზის თხოვნა დავითისაგან“ (საერთო რითმა „ეო“), გ. ტაბიძის „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ (საერთო რითმა „ოვარი“) და სხვ.

რ. ბერიძე