მომბელი თედორე ალექსანდრეს ძე

მომბელი თედორე ალექსანდრეს ძე (1824, თბილისი, – 1885-ის შემდეგ, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1884), ყირიმის (1853–56), რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე. კურინის ეგერთა პოლკის 1-ელი ბატალიონის (1851–55), ქვეითი პოლკის მეთაური (1880-იდან), ქ. პეტროვსკის სამხ. უფროსი (1881-იდან). 1884-იდან დაითხოვეს სამხ. სამსახურიდან.

ლ. დოლიძე