„მომავალი“

„მომავალი“, სამეცნიერო, პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალი, საქ. ალკკ ცკ-ის პერიოდული ბეჭდვითი ორგანო, გამოდიოდა 1921–24 თბილისში. აშუქებდა მარქსისტული ფილოს., პარტიის ისტ., მიმდინარე პოლიტიკის, ახ. ქართ. ლიტ-რის, ისტ., ლიტერატურათმცოდნეობისა და სხვ. საკითხებს. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ დ. აროშიძე, კ. გორდელაძე, დ. გვაზავა, კ. ორაგველიძე და სხვ. 1924 თებერვლიდან ჟურნ. გამოდიოდა „ახალგაზრდა ლენინელის“ სახელწოდებით.